Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამართალდამცველებმა დააკავეს ნავთობკომპანია „ფრეგოს“ დამფუძნებლები


პოლიციამ დააკავა ნავთობკომპანია „ფრეგოს“ დამფუძნებლები გიორგი თოფჩიშვილი და ვლადიმერ ყველაშვილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ისინი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

საქმე აღძრულია სისხლისა სამართლის კოდექსის 210-ე მუხლი, რაც ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

კომპანია „ფრეგოს“ საკუთარი ფეისბუჯუს გვერდზე უწერია, რომ ის საქართველოში საწვავის იმპორტს ახორციელებს და რომ „ფრეგოს“ ფასთა მაჩვენებლები კონკურენტებზე გაცილებით ხელმისაწვდომია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG