Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პასპორტების გაყალბებისთვის ოთხი პირი დააკავეს


თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედება ყალბი პირადობის მოწმობის, ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, შენახვა და გასაღება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული პირები ამზადებდნენ და ყიდდნენ საბერძნეთის რესპუბლიკის ყალბ პასპორტებს და მართვისა და ბინადრობის ყალბ მოწმობებს.

შსს-ს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა ბრალდებულების საცხოვრებელი ბინები და ერთ-ერთი მათგანის ტურისტული კომპანიის ოფისი ქალაქ ხონში.

შსს-ში აცხადებენ, რომ ოთხივე ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG