Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპის განკარგულება შესაძლო ახალ სანქციებს დაუწესებს რუსეთს სკრიპალების საქმის გამო


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს სანქციების შემოღებას იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც დაარღვევს კანონს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლის შესახებ.

განკარგულებაში პირდაპირ არ არის ლაპარაკი რუსეთზე, მაგრამ ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მხედველობაში არის სწორედ რუსეთი. ხოლო დარღვევის ქვეშ იგულისხმება სერგეი და იულის სკრიპალების მოწამვლა.

რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი, რომელიც ბრიტანეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა, აგრეთვე მისი ქალიშვილი იულია 2018 წლის მარტში მოწამლეს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში. საამისოდ გამოყენებულ იქნა ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკი“.

საუბარი შეეხება ამერიკული სანქციების მეორე რაუნდს სკრიპალებზე თავდასხმის გამო. აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, აშშ-ი ვალდებულია არ დაუშვას დამრღვევი ქვეყნისათვის არანაირი სესხის, ფინანსური თუ სხვა ტექნიკური სახის დახმარება. დოკუმენტი უკრძალავს აშშ-ის ნებისმიერ ბანკს გასცეს კრედიტი და სესხი იმ ქვეყნის წარმომადგენელს, რომელიც მხილებული იქნება ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გავრცელების ამკრძალავი კანონის დარღვევაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG