Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ კიდევ უფრო ნაკლებად შეასრულებს ბირთვული ხელშეკრულების პირობებს


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამად ჯავად ზარიფის თქმით, მისი ქვეყანა მესამე ნაბიჯს გადადგამს იმ ვალდებულებების შესამცირებლად, რომლებიც მას დაეკისრა 2016 წელს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

"შექმნილ ვითარებაში გადავდგამთ მესამე ნაბიჯს ვალდებულებების შესამცირებლად" - ზარიფის ამ სიტყვებს 3 აგვისტოს ავრცელებს ირანის საპარლამენტო საინფორმაციო სააგენტო ICANA. მას არ დაუკონკრეტებია რა იქნება ეს ნაბიჯები.

ირანმა მაისში გამოაცხადა, რომ თანდათან მოუკლებს ვალდებულებების შესრულებას, თუ სხვა მხარეები სრულად არ უერთგულებენ თავიანთ პირობებს. ირანმა უკვე დაიწყო უფრო მეტი რაოდენობის ურანის უფრო მაღალი ხარისხით გამდიდრება, ვიდრე მისთვის ხელშეკრულებით იყო ნებადართული.

ხელშეკრულების ფარგლებში, თეირანმა პირობა დადო, რომ შეზღუდავდა თავის ბირთვულ პროგრამას, ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. მაგრამ შარშან ხელშეკრულებიდან გავიდა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ირანს სანქციებიც აღუდგინა. საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი ცდილობენ ხელშეკრულების გადარჩენას და გამოვიდნენ წინადადებით შეიქმნას რთული საფინანსო ბარტერული სისტემა, რომელიც თეირანს გარკვეულ ეკონომიკურ შვებას მოუტანს.

XS
SM
MD
LG