Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის განათლების მინისტრმა დატოვა პოსტი მოზარდზე არაკორექტული კომენტარის გამო


ეკატერინა ანდრონესკუ
ეკატერინა ანდრონესკუ

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიორიკა დენჩილემ თანამდებობიდან გაათავისუფლა განათლების მინისტრი ეკატერინა ანდრონესკუ, მის მიერ 15 წლის ალექსანდრა მეჩეშანუს გატაცების და მოკვლის საქმის გარშემო გაკეთებული „ღრმად არასწორი“ კომენტარების გამო.

ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუს დროს, ანრდონესკუმ თქვა, რომ მას ასწავლეს „რომ უცხო ადამიანს მანქნაში არ უნდა ჩაუჯდეს.“

27 ივლისს ბუქარესტში ათასობით ადამიანმა დაგმო პოლიციის რეაგირება ინციდენტზე, რომელიც 15 წლის ალექსანდრა მაჩესანუს მკვლელობით დასრულდა.

ცნობების თანახმად, მსხვერპლმა 25 ივლისის დილას სამჯერ დარეკა გადაუდებელი დახმარების ნომერზე (112), პოლიციას კი 19 საათი დასჭირდა რეაგირებისათვის.

ფართო მღელვარების შედეგად თანამდებობიდან გადადგა რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ნიკოლაე მოგა.

„ქალბატონ ანდრონესკუს ეს განცხადება ადასტურებს, რომ არ არსებობს გაგება, კარაკალის საქმისა, კერძოდ, და მთლიანობაში, თუ როგორ უნდას დავიცვათ ჩვენი შვილები გატაცების, აგრესიის, სასტიკი მოპყრობისა და ადამიანების ვაჭრობისგან. ეს არის უპასუხისმგებლო პოზიცია, რომელიც არ ასახავს მთავრობის პოზიციას“, - განაცხადა რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც დასძინა, რომ მთავრობის წევრების ნებისმიერი ასეთი განცხადება, „მომავალში ასეთივე სახით დაისჯება.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG