Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 აგვისტოდან საქართველოში შესაძლოა გაიფიცონ რკინიგზის თანამშრომლები


„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები, შესაძლოა, 10 აგვისტოს შემდეგ გაიფიცონ. ამის თაობაზე ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ლეჟავამ განუცხადა. მისი თქმით, გაფიცვაში შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს რკინგზის 4800-მა თანამშრომელმა.

„მთავარი პრობლემა ისაა, რომ 2012 წლის შემდეგ, პირებს, რომელთა ხელფასიც არ აღემატება 1000 ლარს, ანაზღაურება საერთოდ არ მომატებიათ, მიუხედავად არაერთი თხოვნისა. საკმაოდ მძიმე სამუშაოებზე მყოფ პირებს აქვთ 200- 300 ლარის ოდენობის ხელფასი, მაშინ როდესაც ადმინისტრაციაში გაბერილია შტატები“, - აცხადებს ლაჟავა. მისი თქმით, რკინიგზის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის ხელფასი 15 ათასი ლარია. მას ყავს 6 მოადგილე, 6 თანაშემწე და 7 კონსულტანტი, რომელთა ხელფასები 4 ათასი ლარიდან იწყება

რკინიგზელთა მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ მოწოდების პასუხად, "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირს, რომელიც აერთიანებს 400-მდე წევრს, არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო, დააანონსოს გაფიცვები შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.

ამასთან, რკინიგზის განცხადებით, გაფიცვის არავითარი წინაპირობა ამ ეტაპისათვის არ არსებობს, რადგანაც წლების განმავლობაში პირველად ხდება ხელფასების საყოველთაო მატება, - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG