Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი კორეა სამხედრო მანევრებს იწყებს აშშ-თან ერთად ჩრდილოეთის გაფრთხილების მიუხედავად


სამხრეთ კორეის არმია აცხადებს, რომ აშშ-თან ერთობლივ სამხედრო მანევრებს დაიწყებს, მიუხედავად ჩრდილოეთი კორეის გაფრთხილებებისა, რომ წვრთნა საფრხეს შეუქმნის ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ბირთვულ მოლაპარაკებებს.

სამხრეთი კორეის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ძირითადად კომპიუტერულად სიმულირებული წვრთნის მიზანია, გამოსცადონ სეულის შესაძლებლობა, გადაეცეს ომის შემთხვევაში მისი ჯარების ოპერატიული კონტროლი ვაშინგტონს. ორ ქვეყანას შორის ახლა მოქმედი უსაფრთხოების ხელშეკრულებით, ომის შემთხვევაში აშშ-ის გენერალი იბარებს გაერთიანებულ არმიაზე მეთაურობას. სეული დიდი ხანია ცდილობს ამ პოზიციის გადახედვას.

ერთობლივი წვრთნა საჭირო გახდა მას მერე, რაც ჩრდილოეთმა კორეამ მცირე სიშორის რაკეტების გამოცდა მოაწყო ბოლო დღეებში. ფხენიანის თქმით, ეს აშშ-თან ერთობლივი მანევრების გამო გაფრთხილებას წარმოადგენდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG