Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საბურთალომ“ და „დინამო თბილისმა“ სავარაუდო მეტოქეთა ვინაობები შეიტყვეს


დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას ევროპა ლიგის კენჭისყრა გაიმართა და უკვე ცნობილია იმ სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა, რომლებიც ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირს შემორჩენილ საქართველოს ორ კლუბს შეიძლება დაუპირისპირდნენ.

თუ საქართველოს ჩემპიონი თბილისის „საბურთალო“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხეთის „არარატ-არმენიას“ ბარიერს გადალახავს, პლეი ოფში ლუქსემბურგის „დუდელანჟისა“ და ესტონეთის „ნიომე კალიუს“ წყვილიდან გასულს შეხვდება ორრაუნდიან ბრძოლაში და გამარჯვების შემთხვევაში, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.

საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისს“ პლეი ოფში მეტოქედ შვედეთის „ნორჩეპინგსა“და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის უძლიერესი შეხვდება, ოღონდ იქამდე დინამოელებს გაცილებით რთული გამოცდა ელით, ჰოლანდიის „ფეიენოორდთან“.

„საბურთალო“ „არარატ-არმენიას“ 6 აგვისტოს ერევანში ეთამაშება, ხოლო 13 აგვისტოს - თბილისში. „დინამო თბილისი“ „ფეიენოორდთან“ პირველ შეხვედრას ასევე სტუმრად გამართავს - 8 აგვისტოს. 15 აგვისტოს კი საპასუხო მატჩს „დინამოარენა“ უმასპინძლებს.

XS
SM
MD
LG