Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტის 47-ე დღე: თომა ჩაგელიშვილი საქართველოს პარლამენტარიზმის ახალ ისტორიაზე საუბრობს


გზა, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გაიარა - რუსთავის გამზირზე სადისკუსიო ფორმატის სტუმარი ისტორიკოსი და ჟურნალისტი თომა ჩაგელიშვილია. ის საქართველოში ძალაუფლების გადანაწილების მოდელებსა და სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის შესახებ ისაუბრებს.

გადაცემა „სირცხვილიას“ მეორე ბლოკში პარლამენტის წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ სალომე სამადაშვილს დაეთმობა. ოპოზიციის წარმომადგენელისაარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებებისა და წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრებს.

გადაცემა #სირცხვილია ტრადიციულად იმ ადამიანების შესახებ საუბრით დაიწყო, რომლებიც 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG