Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონრეალის მასტერსი მოგებით გახსნა


ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონრეალის მასტერსის პირველ წრეში სერბი დუშან ლაიოვიჩი დაამარცხა. მსოფლიოს რეიტინგში მე-17 ადგილზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა პრესტიჟული ტურნირი სამსეტიანი მატჩით გახსნა. პირველი სეტი 3:6 წააგო. შემდეგ კი 6:4 და 6:4 იმარჯვა. თამაში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს დაუპირისპირდება, რომელმაც ტურნირის სტარტზე ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას სძლია - 6:2 6:2. ბასილაშვილისა და შტრუფის შეხვედრა 7 აგვისტოს გაიმართება.

XS
SM
MD
LG