Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე - ტაქსის მძღოლების დასარწმუნებლად ჩემს ავტომობილს გადავაკარი ფირი 


თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსების რეფორმის პროექტს დადებითად აფასებს და იმედოვნებს, რომ გაიზრდება იმ მძღოლების რაოდენობა, ვინც ავტომანქანას თეთრად გადაღებავს.

კახა კალაძის თანახმად, ოქტომბრამდე დარჩენილ დროში დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროექტი წარმატებული იყოს.

მისივე განმარტებით, გადაღებვისა და ფირის გადაკვრის ვაუჩერების გაცემის ვადა არ შეიცვლება და 10 აგვისტოს დასრულდება. მძღოლების წასახალისებლად კახა კალაძემ საკუთარ მანქანასაც გადააკრა ფირი:

„დავიწყეთ გადაღებვით და ამაზე ზოგს შეექმნა პრობლემა, ამიტომ შემოვიტანეთ ფირის გადაკვრა, რომელიც საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს. მეც ჩემს საკუთარ ავტომობილზე გადავაკარი ფირი, რათა ეს ადამიანები დამერწმუნებინა, რომ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული და ეს ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია. შესაბამისად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტი იყოს წარმატებული“, - უთხრა კახა კალაძემ „ინტერპრესნიუსს“.

საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, თბილისში ტაქსით მომსახურების ნებართვა 31 547 მანქანაზეა გაცემული, გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერი კი, გასული კვირის მონაცემებით, მხოლოდ 1620 მძღოლს ჰქონდა აღებული.

XS
SM
MD
LG