Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"TV პირველის" მფლობელს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხავენ


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ტელეკომპანია „TV პირველის“ მფლობელს, ვახტანგ(ვატო) წერეთელს დღეს გამოკითხავენ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოში წერეთლის გამოკითხვა 15 საათზე დაიწყება.

პროკურატურის ინფორმაციით, ვატო წერეთლის გამოკითხვა უკავშირდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებში ბრალი აქვთ წარდგენილი „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.

პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება 2008 წელს შპს „სამგორი თრეიდის“ და შპს „სამგორი M”-ის მიერ თითქოსდა, კომპანიების საბრუნავი სახსრების შესავსებად „თიბისი ბანკისგან“ სესხად აღებულ 16 664 000 აშშ დოლარს. ვატო წერეთელი ამ კომპანიების თანამფლობელია.

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მსგავსად, ვატო წერეთელიც პროკურატურაში აღძრულ საქმეს აბსურდულს უწოდებს და გამოკითხვაზე მის დაბარებას უკავშირებს ხელისუფლების მცდელობას, გააჩუმოს „TV პირველი.“

XS
SM
MD
LG