Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილეს არჩევნებში მონაწილეობაზე


ლიუბოვ სობოლი და ელა პანფილოვა

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 7 აგვისტოს ძალაში დატოვა მისი წინა გადაწყვეტილება, რომელიც უკრძალავს ორ ცნობილ ოპოზიციონერს მოსკოვის საქალაქო საბჭოს 8 სექტემბრის არჩევნებში მონაწილეობას. კომისიის თავმჯდომარემ ეს გადაწყვეტილება მიიღო დმიტრი გუდკოვისა და ლიუბოვ სობოლის, ალექსეი ნავალნის თანამებრძოლის სარჩელების განხილვის შემდეგ. „თქვენ ხალხს ქუჩისკენ უბიძგებთ. თქვენ ხალხს არჩევანს ართმევთ. “, - ასე მიმართ სობოლმა კომისიის თავმჯდომარეს, ელა პანფილოვას, რომლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

რუსეთში, საერთო ჯამში, საჩივარი დაწერა 19-მა დამოუკიდებელმა კანდიდატმა და ოპოზიციის წარმომადგენელმა, რათა დარეგისტრირებულიყვნენ კანიდადატებად მოსკოვის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში და მოხვედრილიყვნენ იმ 45 დეპუტატს შორის, რომლებიც 40 მილიარდ დოლარიან ბიუჯეტს განკარგავენ.

საარჩევნო კომისიაში ამტკიცებენ, რომ დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისათვის საჭირო 5 500 ხელმოწერიდან, ნაწილი ყალბი იყო. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა საპროტესტო ტალღა მოსკოვში, 27 ივლისსა და 3 აგვისტოს. სამართალდამცველებმა არასანქცირებული მიტინგი დაარბიეს და დააკავეს 1400 დემონსტრანტი, მათი ნაწილი დააჯარიმეს და ნაწილს კი პატიმრობა შეეფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG