Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუგუტიანთკარში ე.წ. სასაზღვრო ძელები ერთ-ერთ სახლთან დადგეს


გუგუტიანთკარი
გუგუტიანთკარი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან ჩასვეს ძელები, სადაც ე.წ. სასაზღვრო ღობე უნდა აღმართონ.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, სახლი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნაწილობრივ დაინგრა, გუგუტიშვილების ოჯახს ეკუთვნის. ამჟამად სახლში არავინ ცხოვრობს.

გუგუტიანთკარის მცხოვრების, გივი რაზმაძის ინფორმაციით, დღემდე სოფლის ამ ნაწილში უპრობლემოდ დადიოდნენ. საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. სასაზღვრო ღობის აღმართვის შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცევა რაზმაძის მიწის ნაკვეთიც.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებმაც ე.წ. საზღვრის გასავლებად მწვანე ფერის ძელები 7 აგვისტოს დადგეს, დღეს, 8 აგვისტოს, ადგილზე აღარ გამოჩენილან.

გუგუტიანთკარში იმყოფებიან შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ჟურნალისტებს თხოვენ, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საოკუპაციო ხაზს არ მიუახლოვდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG