Accessibility links

site logo site logo

პოლონეთის პარლამენტის სპიკერი თანამდებობას ტოვებს სკანდალის გამო


მარეკ კუხჩინსკი

პოლონეთის სეიმის ქვედა პალატის სპიკერმა მარეკ კუხჩინსკიმ განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების გამო აგორებული სკანდალის შემდეგ.

8 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე კუხჩინსკიმ განაცხადა, რომ ყველა მისი გადაფრენა სამსახურებრივი აუცილებლობით იყო ნაკარნახევი და კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. სეიმის სპიკერმა დააზუსტა, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოების მხრიდან ზეწოლის გამო მიიღო.

ივლისში ცნობილი გახდა, რომ კუხჩინსკი ოჯახთან ერთად გადაფრინდა პოლონეთის სამხრეთში, მის მშობლიურ ქალაქში. ფრენა ძირითადად ხორციელდებოდა უქმე და სადღესასწაულო დღეებში. მოგვიანებით სპიკერმა აღიარა, რომ ამგვარად სულ 23-ჯერ იფრინა. მაგრამ პოლონეთის პრესამ გაავრცელა ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე განხორციელებული 100 ასეთი გადაფრენის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG