Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უეფამ „დინამო თბილისი“ დასაჯა


საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჰოლანდიის „ფეიენოორდთან“ საპასუხო შეხვედრას „დინამო არენაზე“, ცარიელ სტადიონზე ჩაატარებს. უეფას მკაცრი ვერდიქტის მიზეზი, აზერბაიჯანში, „გაბალას“ სტადიონზე, „დინამო თბილისის“ გულშემატკივრის მხრიდან გამოფენილი ფაშისტური სიმბოლო გახდა.
გარდა იმისა, რომ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს საშინაო მატჩზე
გულშემატკივარი არ ეყოლება, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 50 ათასი ევროთიც დააჯარიმა.
„დინამო თბილისი“, გადაწყვეტილებას უეფაში, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გაასაჩივრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG