Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში გაიმართა ხალხმრავალი ანტისამთავრობო მიტინგი


საპროტესტო აქცია ბუქარესტში
საპროტესტო აქცია ბუქარესტში

რუმინეთის დედაქალაქსა და კიდევ 9 ქალაქში გამართა ხალხმრავალი აქცია, რომლის მონაწილეებმა გაიხსენეს შარშანდელი 10 აგვისტოს მოვლენები, როდესაც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაარბია ანტიკორუფციული მიტინგი.

დღევანდელი მიტინგის ფონია რუმინეთის საზოგადოების მზარდი აღშფოთება, სულ ახლახან 15 წლის გოგონას გატაცებისა და მკვლელობის გამო, რამაც ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის სამართალდამცველი სისტემის ნაკლოვანებები გამოავლინა.

იუწყებიან, რომ 10 აგვისტოს ბუქარესტში, სამთავრობო კვარტალში დაახლოებით 200 ათასი კაცი მონაწილეობდა მშვიდობიან, სანქცირებულ აქციაში.

დემონსტრანტებს ხელთ ეპყრათ ბანერები წარწერით: „გვახსოვს, რაც თქვენ გასულ ზაფხულს ჩაიდინეთ“, „ჩვენ თქვენ თვალს გადევნებთ“ და „გადავტვირთოთ რუმინეთი.“

XS
SM
MD
LG