Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა ანთიძე უშგულის აქციას ეხმიანება


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე აცხადებს, რომ სვანური კოშკების აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს და აქციებით ეს პროცესი ვერ დაჩქარდება.

ნიკა ანთიძე: „21 ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ახლა სვანეთში და 30 ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტი მზადდება, ამიტომ ვერ მივიღებ კრიტიკას, რომ სვანეთში არაფერი კეთდება. 160 ძეგლს სჭირდება გადაუდებელი სამუშაოები. ერთიანად ამ 160 ძეგლის რეაბილიტაცია ვერ განხორციელდება ვერც ადამიანური და ვერც ფინანსური რესურსებით. ჩაქსელიანების კოშკის თაობაზე ვანგარიშობთ, რომ მომავალ წელს დაიწყოს მისი რეაბილიტაცია. მესაკუთრეების პასუხისმგებლობა სად არის? რამდენჯერმე გაკეთებული ძეგლი იმის გამო დაზიანდა, რომ არ გადმოთოვლეს და ხელმეორედ მოგვიწია მისი გაკეთება“.

კოშკების რესტავრაციის მოთხოვნით უშგულის მოსახლეობამ გზა დილით გადაკეტა. აქციის მონაწილეები, ხელისუფლებას, პრემიერ მინისტრს სთხოვენ ამოვიდნენ უშგულში, შეისწავლონ მდგომარეობა და ზომები მიიღონ იმისთვის, რომ სვანეთის, საქართველოს კულტურა გადარჩეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG