Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტმა ქალებმა ევროპის თასზე პირველი გუნდური ადგილი დაიკავეს


საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართულ ევროპის თასზე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ორ-ორი მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში თვრამეტი ქვეყნის ნაკრებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ქალთა ნაკრები შეჯიბრებაში შვიდი სპორტსმენით ჩაერთო და მათგან ექვსი კვარცხლბეკზე ავიდა. ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78კგ) ჩემპიონები გახდნენ. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ნატალია ყიფშიძე (48კგ) და მარიამ ჭანტურია (70კგ), ბრინჯაოებს - ნინო გულბანი (-70კგ) და სალომე მაყიშვილი (+78კგ).

ქალების პარალელურად რუმინეთში ტატამზე 21 წლამდე ვაჟებიც გავიდნენ. საქართველოს ნაკრებს განაცხადში მხოლოდ ერთი ძიუდოისტი ჰყავდა, გიორგი შერაზადიშვილი, რომელმაც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG