Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის წარგზავნილი ინიშნება ვაშინგტონის მომავალ ელჩად რუსეთში


სტივენ ბიგანი

პრეზიდენტი დონალ ტრამპი შეერთებული შტატების მომავალ ელჩად რუსეთის ფედერაციაში განიხილავს დიპლომატ სტივენ ბიგანის კანდიდატურას. როგორც თეთრ სახლთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყებიან „ფოქს ნიუსი“ და „როიტერსი“, ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის წარგზავნილი სტივენ ბიგანი შეცვლის რუსეთში შეერთებული შტატების ამჟამინდელ ელჩ ჯონ ჰანსტმენს, რომელიც 3 ოქტომბერს ტოვებს თანამდებობას. იგი რუსეთში ელჩად მუშაობდა 2017 წლის ოქტომბრიდან.

სტივენ ბიგანი ცნობილია როგორც რუსეთის საკითხების ექსპერტი ეროვნული უშიშროების საბჭოში. ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის დროს იგი მუშაობდა კონგრესთან ურთიერთობის საკითხში მთავარი თანაშემწის რანგში ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით.

ბიგანს კომენტარი არ გაუკეთებია „ფოქს ნიუსისი“ ცნობაზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კი აღნიშნეს, რომ მას არ აქვს „უფლებამოსილება“ ამ განცხადების გასაკეთებლად.

რაც შეეხება ყოფილ ელჩს, ჯონ ჰანტსმენმა გადადგომის შესახებ წერილით აგვისტოს დასაწყისში მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს, რომელსაც ელჩი მადლობა უხდის იმ ნდობისთვის, რაც მას გამოუცხადა დონალდ ტრამპმა „აშშ-ისა და რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების რთულ ისტორიულ პერიოდში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG