Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტი შევჩენკო ბოდიშს უხდის რამზან კადიროვს


მაქსიმ შევჩენკო
მაქსიმ შევჩენკო

კრემლთან დაახლოებული ცნობილი რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო იძულებული გახდა თავისი „მკვეთრი განცხადებების“ გამო, ბოდიში მოეხადა ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვისთვის.

ბოდიშის მოხდას წინ უძღოდა „იუტუბით“ გამოსვლა, რა დროსაც შევჩენკომ განაცხადა, რომ იმამ შამილის კრიტიკის გამო კადიროვი „ძალიან უკან იხევს და თავისთან ეპატიჟება სხვადასხვა დაღესტნელ მეცნიერებს“.

ეთერის შემდეგ, ჟურნალისტის სიტყვებით, მას დაურეკა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის ლიდერმა მაგომედ დაუდოვმა და საყვედური უთხრა ჩეჩნეთის ლიდერის მისამართით გამოთქმული სიტყვებისთვის. ამის შემდეგ ჟურნალისტმა განაცხადა, რომ „იგი მზად არის უკან წაიღოს თავისი სიტყვები.“

თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, რამზან კადიროვმა იმამი შამილი ჩეჩნების განადგურებაში დაადანაშაულა. მეზობელ დაღესტნის რესპუბლიკაში მცხოვრებმა ცნობილმა სპორტსმენებმა, მათ შორის ისეთებმაც, რომლებიც კადიროვს პატივს სცემენ, სოციალურ ქსელში გააჩაღეს შამილის მხარდამჭერი კამპანია.

მომდევნო დღეს კადიროვმა განაცხადა, რომ გამოცემის ჟურნალისტმა მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG