Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრ სახლში ვარაუდობენ, რომ აფეთქება არხანგელსკში სუპერზებგერით რუსულ რაკეტას უკავშირდება


თეთრი სახლი
თეთრი სახლი

ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ 8 აგვისტოს მომხდარ სასიკვდილო აფეთქება, რასაც გასაიდუმლოებულ ქალაქ ნიონოკსასთან 5 რუსი მკვლევარი შეეწირა, შესაძლოა უკავშირდებოდეს რუსეთის სუპერზებგერითი ფრთოსანი რაკეტის პროგრამას, რომლის პრეზენტაციაც ვლადიმირ პუტინმა პირადად მოახდინა.
ანონიმურობის დაცვით "როიტერსთან" საუბარში ამის შესახებ განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა, რომელიც ვერ ადასტურებს, ნამდვილად იყო თუ არა ბირთვული აფეთქება, მაგრამ არ გამორიცხავს რადიოაქტიური ელემენტების ზემოქმედებას. არხანგელსკის სამხედრო-საზღვაო პოლიგონზე მომხდარი აფეთქების შემდეგ 14 აგვისტოს იგეგმებოდა ახლო-მახლო მცხოვრების მოსახლეობის ევაკუაცია, რაც მოგვიანებით გადაიდო.

ამასთან მეტეოროლოგიურმა სააგენტო „როსგიდრომეტმა“ ადრინდელ ცნობას 13 აგვისტოს დაამატა ინფორმაცია, რომლის თანახმად ნიონოკსას პოლიგონზე თეთრ ზღვაში ჩატარებული ცდის შედეგად არა მხოლოდ მომწამვლელი სარაკეტო საწვავის დაღვრა მოხდა, არამედ დაუდგენელი რადიოაქტიური ნივთიერების გამოყოფაც.

12 აგვისტოს „ნიუ-იორკ ტაიმსში“ ამერიკის დაზვერვის ანონიმური წარმომადგენელი აცხადებდა, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, გამოსცადა „ბირთვული ფრთოსანი რაკეტის ახალი სახეობა“, ხოლო მომხდარი აფეთქება შეიძლება იყოს „ერთ-ერთი ყველაზე უარესი ბირთვული ინცინდენტი ჩერნობილის ატომურ ელექტორსადგურზე მომხდარი აფეთქების შემდეგ“.

მომხდარ ფაქტს 12 აგვისტოს ტვიტერით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც მომხდარს უწოდა Skyfall-ის“ კლასის რაკეტის წარუმატებელი გამოცდა, რამაც ჰაერის შესაძლო დაბინძურების გამო გარშემომყოფთა შეშფოთება გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG