Accessibility links

site logo site logo

პაატა სალია “რუსთავი 2”-ის საბიუჯეტო დავალიანებაზე ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებას დაიწყებს


სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას ინფორმაციით, ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხზე ფინანსთას ამინისტროსთან და შემოსავლების სამსახურთან მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში დაიწყებენ. მისი თქმით, ვალების სწაფად ვერ გაუსტუმრებენ.

“ფინანსთა მინისტრის შეთავაზება იყო, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მოხდეს გრაფიკის წარმოდგენა, თუ რა სახით შეიძლება დაფარონ ტელეკომპანიებმა საგადასახდო ვალდებულება. ცხადია, რომ ვალების სწაფად გასტუმრება ვერ მოხდება და კომპანიებს მძიმე ტვირთად დააწვება. ეს ყველას ესმის. ვაპირებთ უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან და ყველაზე ეფექტური გზა გამოვნახოთ, რაც კომპანიას ხელს შეუწყობს, რომ მან ფუნქციონირება გააგრძელოს და არ იყოს რაიმე შეფერხება“, - განაცხადა პაატა სალიამ.

ფინანსთა სამინისტროს სქემით, მიმდინარე დავალიანება ტელეკომპანიებმა დაუყოვნებივ უნდა გადაიხადონ, ხოლო შემდეგ, მაქსიმუმ თვის ბოლომდე, მათ უნდა წარმოადგინონ წლების განმავლობაში დაგროვილი დავალიანების გადახდის მათთვის ხელსაყრელი გეგმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG