რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის დამაარსებელმა, ალექსეი ნავალნიმ მოსკოველებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ მოსკოვის დუმის არჩევნებში. მისი აზრით, ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატთა დაშვებისგან დამოუკიდებლად. მისი სიტყვებით, კენჭისყრის მთავარი ამოცანაა, დაინგრეს საქალაქო პარლამენტში „ედინაია როსიას“ მონოპოლია.
ნავალნის ეს განცხადება გამოქვეყნებულია მის ვებსაიტზე. თავად ნავალნი 30 დღით პატიმრობას იხდის მიტინგების ჩატარების წესის დარღვევის ბრალდებით. მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანა უნდა იყოს მოსკოვის ქალაქის საბჭოს არჩევნებში ამომრჩეველთა მონაწილეობის გაზრდა იმ ხალხის ხარჯზე, ვინც მხარს უჭერს საპროტესტო გამოსვლებს.
ამასთანავე, ნავალნი გამოვიდა მოწოდებით, მოსკოვის ქუჩებში გაგრძელდეს საპროტესტო გამოსვლები იმის მოთხოვნით, რომ მომიტინგეთა წინააღმდეგ შეწყდეს მასობრივი არეულობის ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე და მოხდეს მოსკოვის ქალაქის საბჭოს კანდიდატთა რეგისტრაცია.