Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსთვის“ ევროპული სეზონი თბილისში დასრულდა


თბილისის „საბურთალომ“ უეფას ევროპა ლიგის პლეი ოფში გასვლა ვერ შეძლო. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, თბილისში 0:2 დამარცხდა სომხეთის „არარატ-არმინიასთან“, ორრაუნდიანი დაპირისპირება კი ანგარიშით 2:3 წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

2018-2019 წლების სეზონზე ევროტურნირს საქართველოდან ერთადერთი გუნდი შემორჩა - „დინამო თბილისი“ ევროპა ლიგის ასევე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო თამაშს „დინამო არენაზე“ 15 აგვისტოს გამართავს როტერდამის „ფეიენოორდთან“ და პლეი ოფის საგზურს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს, თუ მეტოქეს ოთხ ბურთზე მეტი სხვაობით დაამარცხებს. „დინამო თბილისს“ პირველი მატჩი ჰოლანდიაში 0:4 აქვს წაგებული.

XS
SM
MD
LG