Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის ელჩი გუგუტიანთკარში ე.წ. საზღვრის გავლებაზე: "ეს უნდა შეჩერდეს" 


“დღეს,​ საქართველოში, გუგუტიანთკარში გრძელდება რუსული მავთულხლართების აგება. ეს სხვას არაფერს ემსახურება, თუ არა ოჯახებისთვის სირთულეების შექმნას და ადგილობრივი მცხოვრებლების გაყოფას. ეს უნდა შეჩერდეს",- წერს წვიტერზე დიდი ბრიტანეთს ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმითი.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას განაგრძობენ ე.წ. საზღვრის გავლებას.

7 აგვისტოს დადგმულ ძელებს და მათზე 14 აგვისტოს გავლებულ ე.წ. სასაზღვრო ღობეს დღეს, 15 აგვისტოს კიდევ რამდენიმე ძელი დაამატეს.

საოკუპაციო ძალები ამ უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ გუგუტიშვილების და რაზმაძეების მიწის ნაკვეთებზე, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოაქცევენ. ძელებს მიღმა რჩება ამ ოჯახების ორი სახლიც, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნახევრად დაინგრა და იქ დღეს არავინ ცხოვრობს. ამასთან, ეს ოჯახები მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ და მოსავალი მოჰყავდათ.

გარდა ამისა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სარწყავი ნაგებობა, რომელიც წყლით ამარაგებს გუგუტიანთკარს და ახლომდებარე სოფლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG