Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოივო კლაარი: ყურადღებით  ვადევნებთ თვალს, რაც ხდება გუგუტიანთკარში


ტოივო კლაარი, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი
ტოივო კლაარი, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ტოივო კლაარი ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს ეხმაურება.

რადიო თავისუფლებისთვის ექსკლუზიურად მოწოდებულ კომენტარში ტოვიო კლაარი აცხადებს:

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვადევნებთ თვალს, რაც ხდება გუგუტიანთკარში და მის გარშემო. ბოლო დღეების განმავლობაში მე რამდენჯერმე დავუკავშირდი ამ საკითხზე ჩემს კოლეგა თანათავმჯდომარეებს"

ტოივო კლაარი ასევე არის თანათავმჯდომარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელზეც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულებისა და კონკრეტული ინციდენტების აღმოფხვრის საკითხები განიხილება.

კლაარის განცხადებით, გუგუტიანთკარში "მოვლენათა ასეთი განვითარება განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ვინაიდან მიმდინარეობს ერთდროულად რამდენიმე თარიღის აღნიშვნის ფონზე, რამაც უკვე გამოიწვია მძაფრი გრძნობები.

უფრო მეტიც, მე მოვისმინე, რომ, თითქოსდა, ამ ღობეების აღმართვის მიზანი „ფიტოსანიტარულია“. მაგრამ მსგავსმა („ფიტოსანიტარულმა“) პრობლემებმა ცალმხრივი ქმედებები კი არ უნდა გამოიწვიოს, არამედ უნდა განიხილებოდეს იმ ფორმატებში, რომლებიც გვაქვს; ვგულისხმობ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმს (IPRM) და თავად ჟენევის მოლაპარაკებებს“ .

7 აგვისტოს შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას განაგრძობენ ე.წ. საზღვრის გავლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG