Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდასხმაში სავარაუდოდ დაიღუპა თალიბანის ლიდერის ძმა


მეჩეთი, სადაც აფეთქება მოხდა
მეჩეთი, სადაც აფეთქება მოხდა

იუწყებიან, რომ დიდი ალბათობით ავღანეთის თალიბანის ლიდერის ძმა ემსხვერპლა 16 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას პაკისტანში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთში, სადაც ინცინდენტის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 20 -დაიჭრა.

აფეთქება მოხდა მღელვარე ბალუჯისტანის პროვინციის დედაქალაქ ქვეტადან 25 კილომეტრით დაშორებულ მეჩეთში.

თალიბანის ლიდერი ჰაიბატულა ახუნზადა აფეთქების დროს მეჩეთში არ ყოფილა. მაგრამ თალიბანის ორ წყაროზე დაყრდნობით „როიტერსი“ და „ავღანეთის ისლამური პრესა“ ადასტურებენ ჰაფიზ აჰმადულას, თალიბანის ლიდერის უმცროსი ძმის, დაღუპვას.

პაკისტანის პოლიციას არ მოუხდენია არც ერთი დაღუპულის იდენტიფიცირება.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG