Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში, სავარაუდოდ, გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს


თურქეთში საქართველოს საელჩო თურქულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, ქალაქ ერზრუმში გურჯი ხათუნის საფლავის აღმოჩენის შესახებ, რომელიც ისტორიული ცნობებით, თამარ მეფის შვილიშვილი იყო.

დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრები ერზრუმის პასინლერის რაიონში ჩატარდა. სავარაუდოდ, აღმოჩენილია სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის, გურჯი ხათუნად წოდებული თამარ დედოფლის სარკოფაგები.

საელჩო იწყებს აღნიშნული საკითხის მოკვლევას.

XS
SM
MD
LG