Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში იმართება ნეთანიაჰუსა და ზელენსკის შეხვედრა


უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს ხვდება.

18 აგვისტოს, კიევში გამგზავრებამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აპირებს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად განიხილოს თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის საკითხები.

უკრაინის პრეზიდენტის გარდა, ნეთანიაჰუ შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვოლოდიმირ ჰროისმანს. ვიზიტის ფარგლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრი მოინახულებს ბაბე იარის მემორიალურ ცენტრს, სადაც ნაცისტებმა 33 ათასი ებრაელი დახოცეს.

ნეთანიაჰუ ასევე პატივს მიაგებს „ჰოლოდომორის“, 1930-იან წლებში ხელოვნურად გამოწვეული შიმშილის, შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში 18 აგვისტოს ჩავიდა. კიევის აეროპორტში მას ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო დახვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG