Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტი იმართება


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

„დიდი შვიდეულის“, მსოფლიოს წამყვანი სამრეწველო ქვეყნების, ლიდერები 24 - 26 აგვისტოს საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში სამიტს მართავენ.

სამიტის, რომლის მონაწილეებმა შესაძლოა ზოგიერთ საკითხზე იკამათონ, მთავარი თემებია ირანის ბირთვული პროგრამა და რუსეთის ამ ჯგუფში მოსალოდნელი დაბრუნება

სამდღიან სამიტში მონაწილეობენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. შეხვედრა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მასპინძლობს, იმართება საკურორტო ქალაქ ბიარიცში, სადაც ასევე ჩასული არიან გერმანიის, კანადის, იტალიის და იაპონიის ლიდერები, მათთან ერთად კი ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, როგორც სტუმარი, რომელიც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგებთან ქაშმირის თაობაზე.

ვაშინგტონიდან გაფრენის წინ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან პროდუქტიულ“ შეხვედრებს მოელის. ტრამპმა საფრანგეთს მოუწოდა, უარი თქვას გეგმაზე, დაუწესოს სავაჭრო გადასახადი „გუგლსა“ და „ფეისბუკს“.

მაკრონმა თქვა, რომ აპირებს ტრამპს მოსთხოვოს ბიომრავალფეროვნების დაცვის თაობაზე პოტენციურად სადავო ქარტიაზე ხელის მოწერა ბრაზილიაში, ამაზონის ტყეში გამანადგურებელი ხანძრის გავრცელების ფონზე.

მთავარი ყურადღება მიმართულია ტრამპის ურთიერთობისკენ „შვიდეულის“ სხვა წევრებთან. ვაშინგტონმა წელს მოითხოვა ევროპელი მოკავშირეებისგან, დახმარებოდნენ მას ირანზე "მაქსიმალური ზეწოლაში", დამჯდარიყო თეირანი მოლაპარაკების მაგიდასთან მისი ბირთვული პროგრამის გარშემო. ბრიტანეთის დიპლომატიურმა წყარომ "როიტერსს" განუცხადა ბიარიცში, რომ „ჩვენ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მტკიცე მომხრეები ვართო“.

მოელიან, რომ ტრამპს წინააღმდეგობა შეხვდება, თუ კვლავ მოისურვებს „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნებას. რუსეთი „დიდი რვიანიდან“ გაიწვიეს უკრაინის მიმართ მისი პოლიტიკის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG