Accessibility links

ხაჯიმბა ზურაბიშვილის განცხადებაზე: ამ ვითარებაში საქართველო არ მაინტერესებს


რაულ ხაჯიმბა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას მოკლედ უპასუხა: „საქართველო, ამ ვითარებაში, არ მაინტერესებს“- უთხრა მან ჟურნალისტებს სოხუმში დღეს, 26 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.

რაულ ხაჯიმბა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე 25 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების შედეგად გამოცხადებულ მეორე ტურში, პარტია „ამცახარა“-ს კანდიდატს, ალხას კვიცინიას დაუპირიპირდება.

არჩევნებს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არ აღიარებს მსოფლიო თანამეგობრობა, რაზედაც ხაჯიმბა პასუხობს, რომ „ მთავარია, ჩვენ თავად ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს. ვინც აქ იყო, განსაკუთრებული დარღვევები უბნებზე არ შეუმჩნევია“.

26 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და გამოხატა იმედი, რომ „დადგება დრო, როდესაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება.“ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს მისი პრეზიდენტობის ვადაში მოხდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG