Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკი მოსახლეობას ინტერნეტთაღლითების შესახებ აფრთხილებს


როგორ უნდა ავარიდოთ თავი ინტერნეტთაღლითების ხაფანგსა (ფიშინგს) და თანხების დაკარგვას, - ეროვნული ბანკი მოსახლეობის გასაფრთხილებლად სპეციალურ ვიდეორგოლს აქვეყნებს.

ვიდეორგოლში ახსნილია ინტერნეტბანკინგის სისტემაში ინტერნეტთაღლითების მიერ მომხმარებელთა მოტყუებისა და თანხების მითვისების ფართოდ გავრცელებული სქემები და ამ საფრთხეებისგან დაცვის მექანიზმები.

  • თუკი მოტყუებული მომხმარებელი თაღლითებს საკუთარ მონაცემებს გაუზიარებს, თაღლითებს შეუძლიათ მისი სახელით შეასრულონ სხვადასხვა ფინანსური ოპერაცია, მათ შორის - ფულის სესხება ან მითვისება;
  • თავდაცვის ერთადერთი საშუალება ის არის, რომ პირადი მონაცემები არ აღმოჩნდეს ინტერნეტთაღლითების ხელში, ამისათვის კი - მომხმარებელი არ უნდა ენდოს საეჭვო საიტებს;
  • თუკი პირადი მონაცემები მაინც შეიყვანეთ საეჭვო ვებგვერდზე, მომხმარებელმა საქმის კურსში უნდა ჩააყენოს ბანკი და სასწრაფოდ შეცვალოს ინტერნეტბანკინგის პაროლი.

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მეტი ყურადღება და სიფრთხილე ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ-სივრცეში გამოყენებისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG