Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავთანდილ წერეთელი: რა ტრანზაქცია გააკეთა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, რა ჩემი საქმეა


„აბსურდია, ვერ შემედავებიან. რა ტრანზაქცია გააკეთა ხაზარაძემ, ჯაფარიძემ რა ჩემი საქმეა. მე ვასესხე ჩემს მეგობრებს ფული, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი უნდა გაიმართოს.

ავთანდილ წერეთელი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა. პროკურატურა გირაოს სახით 500 ათასი ლარის გადახდას ითხოვს.

როგორც ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი ეუბნება რადიო თავისუფლებას, არ არსებობს, მტკიცებულებების განადგურების, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და არანაირი საფრთხე. შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაც არ არსებობს.

22 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

გამოძიება ავთო წერეთელს ედავება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის „16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას“.

ამავე საქმეზე 8 აგვისტოს, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ავთო წერეთლის შვილი, სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელიც დაიკითხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG