Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა და ერდოანმა სირიის კრიზისთან დაკავშირებით გამართეს მოლაპარაკება


რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი მოსკოვის მახლობლად მოლაპარაკებებს მართავენ სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით.

27 აგვისტოს ორი ქვეყნის ლიდერები ქალაქ ჟუკოვსკიში დაესწრნენ საავიაციო შოუს, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასზე წარმოადგენენ რუსეთის საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის მიღწევებს.

მოგვიანებით მათ გამართეს მოლაპარაკებები, რომელიც შეეხებოდა ვითარებას სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე პროვინცია იდლიბში. 16 სექტემბერს ამ საკითხს მიეძღვნება ანკარის სამიტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პუტინი, ერდოანი და ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი.

ასობით ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირი, იქნა მოკლული და ათიათასობით ადამიანმა თურქეთის საზღვრებს მიაშურა მას შემდეგ, რაც სირიის სამთავრობო ჯარებმა და მათმა მოკავშირე რუსეთმა აპრილში იერიში დაიწყეს იდლიბზე - მეამბოხეთა უკანასკნელ საყრდენზე.

ანკარა აცხადებს, რომ იერიში ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს და მუქარას წარმოადგენს თურქეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. თურქეთმა უკვე შეიფარა სირიიდან გაქცეული 3,6 მილიონი ლტოლვილი მას შემდეგ, რაც 2011 წლის მარტში კონფლიქტი დაიწყო სამთავრობო ძალების მიერ საპროტესტო აქციების ჩახშობის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG