Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინას ეწვია თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში


კიევში ჩავიდა უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, ჯონ ბოლტონი. ეს აშშ-ის მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც იქ აპრილში პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკი აირჩიეს.

27 აპრილს, კიევში, ჟურნალისტებთან საუბარში ბოლტონმა თქვა, რომ მისი ვიზიტის მიზანია ახალი მთავრობის პრიორიტეტების გაცნობა და დასძინა, რომ აშშ-ის ინტერესებში შედის წარმატებული უკრაინის ხილვა - იუწყება სააგენტო "როიტერსი".

ბოლტონმა ჟურნალისტებს ასევე აცნობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა მალე პოლონეთში შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა თარიღი არ დაუსახელებია.

ერთი დღით ადრე ბოლტონმა ტვიტერით დაწერა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ზელენსკის "რეფორმატორულ ნაბიჯებს და უფრო ძლიერი, უფრო მეტი კეთილდღეობის მქონე უკრაინის შექმნის ხედვას". მისი სიტყვების ფონია უკრაინის აღმოსავლეთში კვლავ მიმდინარე შეტაკებები მთავრობის ძალებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG