20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 7 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, მათ შორის არიან - ლევან ჯიქური, ბესიკ თამლიანი და ცოტნე ცოტნიაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 27 აგვისტოს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, დაკავებულების მიმართ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე. მოსამართლე ლევან გელოვანმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დაკავებულებს 20-21 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოს ეზოში გააპროტესტეს დაკავებულთა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა - ისმოდა სასტვენის ხმა და წარმოდგენილი იყო პლაკატები წარწერით „სირცხვილია“.