Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს ცნობით, თბილისში, პეკინის გამზირზე დაჭრილი ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება


სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა ბავშვი, რომელსაც თბილისში, პეკინის გამზირზე დაზიანება მიაყენეს, - უთხრეს რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურში.

შსს-ს ინფორმაციით, მცირეწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ“, - აცხადებენ შსს-ში.

ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG