Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბორჯღალოსნებმა“ სამხრეთ აფრიკის „საუზერნ კინგსს“ დაძაბულ ბრძოლაში მოუგეს


საქართველოს სარაგბო ნაკრებმა აგვისტოს პირველი ტესტ-მატჩი გამარჯვებით დაასრულა. დღეს, „ბორჯღალოსნების“ მეტოქე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ თამაშში სამხრეთ აფრიკის კლუბი „საუზერნ კინგსი“ იყო. ქართველი მორაგბეები მთელი შეხვედრის განმავლობაში აგებდნენ. მხოლოდ 79-ე წუთზე შეძლეს დაწინაურება და უპირატესობა შეინარჩუნეს - 24:20.

31 აგვისტოს საქართველოს ნაკრები თბილისში, „დინამო არენაზე“ შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს. 5 სექტემბერს კი შოტლანდიასვე, ოღონდ უკვე სტუმრად დაუპირისპირდება და ის მატჩი იქნება ბოლო ტესტი მსოფლიოს თასამდე.

მსოფლიოს 2019 წლის თასი იაპონიაში 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე გაიმართება. საქართველოს ნაკრები D ჯგუფში იქნება და ჯგუფურ ეტაპზე ეთამაშება ავსტრალიას, უელსს, ფიჯისა და ურუგვაის.

XS
SM
MD
LG