Accessibility links

დასრულდა პეკინის გამზირზე დაჭრილი ბავშვის ქირურგიული ოპერაცია


ჟვანიას სახელობის კლინიკის ყბა-სახის ქირურგმა, ნათია ვასაძემ ​პეკინის გამზირზე დაჭრილი ბავშვის მდგომარეობის შესახებ ოპერაციის შემდეგ ისაუბრა რადიო თავისუფლებასთან.

„პაციენტს აღენიშნებოდა ღრმა, ნაკვეთი ჭრილობები ცხვირის და მარჯვენა ლოყის მიდამოში. დაიგეგმა ქირურგიული ჩარევა. ჩაუტარდა ოპერაცია. პირველადი დამუშავების შემდეგ გაკერილი აქვს ჭრილობები. ამჟამად მოთავსებულია პალატაში და მისი მდგომარეობა სტაბილურია", - ამბობს ნათია ვასაძე.

3 წლის ბავშვი 27 აგვისტოს პეკინის გამზირზე დაჭრეს. მედიაში ვრცელდება შემთხვევის ამსახველი კადრები, რომელიც პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ობიექტის სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.

„ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ“, - აცხადებენ შსს-ში.

ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG