Accessibility links

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნესის ლიდერთა ფორუმს გახსნის


პრეზიდენტების, სალომე ზურაბიშვილის და ემანუელ მაკრონის შეხვედრა 2019 წლის 19 თებერვალს, პარიზში ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტისას

28 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში გახსნის ბიზნესლიდერთა ფორუმს, რომელსაც საფრანგეთის მსხვილი კომპანიების 700 წარმომადგენელი დაესწრება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფორუმის ორგანიზატორია ბიზნესკომპანიების უმსხვილესი გაერთიანება MEDEF INTERNATIONAL-ი.

MEDEF-ის პრიორიტეტებია სამუშაო ადგილები, მდგრადი განვითარება, წარმოების თავსუფლება და ბიზნესის განვითარება. 2019 წლის გამოწვევებად დასახელებულია დემოგრაფია, გლობალური დათბობა და მიგრაცია.

MEDEF INTERNATIONAL-ი საქართველოს ბიზნესასოციაციასთან თანამშრომლობს და ქართულ კომპანიებს აძლევს ევროპულ კორპორაციებთან დაკავშირების შესაძლებლობას. საქართველოსთან თანამშრომლობის მიზნებია კავშირების დამყარება, გამოცდილების გაძლიერება და ევროპული ბაზრის ათვისება.

2019 წლის ფორუმის სპიკერები არიან საფრანგეთის და გერმანიის ეკონომიკის მინისტრები ბრუნო ლე მერი და პეტერ ალტმერი და ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი.

წინა, 2018 წლის ფორუმი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა გახსნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG