დიდი ბრიტანეთის მთავრობა დედოფალს მიმართავს თხოვნით, შეაჩეროს პარლამენტის მუშაობა შვებულებიდან დეპუტატების გამოსვლის შემდეგ. მთავრობის თქმით, ეს ქვეყანას დახმარებას გაუწევს ევროკავშირიდან გასვლაში. დეპუტატები ვერ შეძლებენ მიიღონ კანონები, რომლებიც კრძალავს ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას.
ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მისი სურვილია, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავიდეს შეთანხმებით, მაგრამ, თუკი ამის მიღწევა ვერ მოხერხდება, ქვეყანა მაინც დატოვებს ევროკავშირს 31 ოქტომბერს. ამ პოზიციამ დაარწმუნა ოპოზიცია, რომ დაბლოკონ კავშირიდან გასვლა.
მაგრამ თუკი პარლამენტის მუშაობა შეწყდება, დეპუტატებს მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩებათ, რათა დაბლოკონ შეთანხმების გარეშე ბრექსიტი.
პარლამენტის მუშაობის შეწყვეტამ ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი შეიძლება გამოიწვიოს, აღნიშნავს ბი-ბი-სი. როგორც ლეიბორისტული პარტიის ლიდერის მოადგილემ, ტომ უოტსონმა დაწერა ტვიტერზე, მუშაობის შეჩერება „ჩვენი დემოკრატიის აბსოლუტურად სკანდალური შეურაცხყოფა იქნება.“