რუსეთის ხელისუფლების თანახმად, რუსეთი და თურქეთი განიხილავენ ანკარისთვის რუსული წარმოების SU-57 და SU-35 სამხედრო თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას.
რუსეთმა წელს დაიწყო თურქეთისთვის S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება, რამაც დაძაბულობა გამოიწვია ანკარასა და მის ნატოელ მოკავშირეებს შორის.
ამ გარიგებას ეწინააღმდეგებოდა აშშ, რომელმაც დაიწყო მისი F-35 გამანადგურებლების წარმოების პროგრამიდან თურქეთის ჩამოშორება. თურქეთი ამავე დროს ამ თვითმფრინავების შესყიდვასაც გეგმავდა.
რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა დმიტრი შუგაევმა, 28 აგვისტოს განაცხადა, რომ თურქ კოლეგასთან ერთად აპირებს განიხილოს „Su-35 ან Su-57-ების მიწოდების საკითხი“.