Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მორიგი ათდღიანი პატიმრობის შემდეგ კვლავ დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი


ილია იაშინი
ილია იაშინი

მოსკოვში მორიგი ათდღიანი პატიმრობის შემდეგ კვლავ დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი, რომელიც ცდილობს კანდიდატად დარეგისტრირდეს მოსკოვის ქალაქის საბჭოს არჩევნებისთვის. ეს მისი მეოთხე ათდღიანი პატიმრობაა არასანქცირებული დემონსტრაციების ორგანიზების ბრალდებით.

როგორც იაშინმა ფეისბუკზე დაწერა 28 აგვისტოს, „როგორც ჩანს, იქნება ზედიზედ მეხუთე ვადით პატიმრობა“.

იაშინი 29 ივლისს დააპატიმრეს ათი დღით და კიდევ სამჯერ ხელახლა მიუსაჯეს იგივე ვადა.

რუსეთის საარჩევნო კომისიამ ათობით დამოუკიდებელ და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს უთხრა უარი 8 სექტემბრის არჩევნებში რეგისტრაციაზე. ხელისუფლების თქმით, მათ ვერ შეძლეს საჭირო რაოდენობის ხელმოწერების მოგროვება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG