Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი პოლიციელის მკვლელის შეწყალებას გამოეხმაურა


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალების ფაქტს გამოეხმაურა და დაწერა, რომ მან „ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყანის ინტერესები და სახელმწიფო ინსტიტუტები“.

„ოლიგარქი კრიმინალთან ახლო თანამშრომლობით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. პოლიციას, რომელიც წლების განმავლობაში პირადი რისკის ფასად ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და სიმშვიდეს, ქართულ სახელმწიფოებრიობას იცავდა, ხელისუფლებამ ორგანიზებულ დანაშაულს დაუქვემდებარა, ღირსება შეულახა. დღეს პოლიციის ოფიცრის შეურაცხყოფა, დამცირება, დაკნინება, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. ახლა უკვე, ივანიშვილმა პოლიციელის მკვლელობას აუნთო მწვანე შუქი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, პოლიციაზე ხელის აღმართვა სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის პირდაპირი გზაა, რასაც ქართული საზოგადოება არ დავუშვებს.

„საქართველოში უნდა გათენდეს! - წერს სააკაშვილი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს შეიწყალა 34 მსჯავრდებული. მათ შორის აღმოჩნდა რამაზ დევაძე, რომელსაც ბათუმში პოლიციელის მკვლელობისთვის 2015 წელს მიესაჯა 12-წლიანი პატიმრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG