Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა გააუქმა პოლონეთში ვიზიტი


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა პოლონეთში ვიზიტი, რომელიც შაბათ-კვირას უნდა გამართულიყო. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის დელეგაციას უხელმძღვანელებს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. თავად პრეზიდენტმა აუცილებლად მიიჩნია დარჩეს ვაშინგტონში, რათა თვალყური ადევნოს ვითარებას ფლორიდაში, რომელსაც გრიგალი „დორიანი“ უახლოვდება. მან შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს შტატს. ვარაუდობენ, რომ გრიგალი შაბათს მიაღწევს ამერიკის ნაპირებს. პოლონეთში დონალდ ტრამპს მონაწილეობა უნდა მიეღო მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG