Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა და „გოლდენ სტეიტში“ იმუშავებს


საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა წევრმა, ზაზა ფაჩულიამ, საკლუბო დონეზეც დაასრულა კარიერა. 35 წლის ქართველი ცენტრი „გოლდენ სტეიტ უორიორზში“ ბრუნდება, ოღონდ არა მოთამაშედ, არამედ კლუბის თანამშრომლად.

„გოლდენ სტეიტის“ ვებსაიტის ცნობით, ფაჩულია კონსულტანტის პოზიციას დაიკავებს ბიზნესისა და საკალათბურთო საკითხებში.

ზაზა ფაჩულიამ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) 2003-2019 წლებში 1098 მატჩი ჩაატარა. მისი საშუალო მაჩვენებელი იყო 20,8 წუთიი 6,8 ქულა, 5,8 მოხსნა და 1,3 პასი. თამაშობდა „ორლანდოში“ (2003-2004), „მილუოკი ბაქსში“ (2004-2005 და 2013-2015), „ატლანტა ჰოუქსში“ (2005-2013), „დალას მავერიქსში“ (2015-2016), „გოლდენ სტეიტსა“ (2016-2018) და „დეტროიტში“ (2018-2019). „გოლდენ სტეიტთან“ ერთად ორჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი.

ფაჩულიამ საქართველოს ნაკრებთან ერთად სამჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე (2011, 2015 და 2017 წლებში), 2017 წლის შემოდგომაზე კი სანაკრებო კარიერა დაასრულა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG