Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთის ოპოზიცია აპირებს საპროტესტო აქციის გამართვას


რუსეთის ოპოზიციის აქტივისტები ემზადებიან მნიშვნელოვანი კონფრონტაციისთვის მოსკოვის პოლიციასთან, ისინი მოსკოვში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ, მიუხედავად ქალაქის მესვეურების უარისა აქციაზე ნებართვა გაეცათ.

31 აგვისტოს დაგეგმილი საპროტესტო დემონსტრაცია მორიგი ღონისძიებაა აქციების ციკლში, რომლებსაც ოპოზიცია მართავს, რათა მოსკოვის მესვეურებზე ზეწოლა განახორციელოს ქალაქის საბჭოს მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ყოველკვირეული აქციები დაიწყო ივლისში, მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა ლიბერალ კანდიდატებს საშუალება არ მისცეს რეგისტრაცია გაეარათ 8 სექტემბრისთვის დანიშნულ არჩევნებზე კენჭისყრისთვის.

პირველ ეტაპზე აქციებზე ათი ათასობით მოქალაქე იკრიბებოდა, 2012 წლის შემდეგ ეს იყო რუსეთში ყველაზე მსხვილი პოლიტიკური დემონსტრაციები. პოლიციამ ძალადობრივად დაშალა რამდენიმე აქცია, რომლებსაც ხელისუფლებამ უწოდა "უკანონო მასობრივი თავშეყრა". დააკავეს 2000-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები, რასაც საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ადვოკატ ლიუბოვ სობოლის თქმით, აქციის გამართვის თაობაზე თხოვნის წერილში აქტივისტებმა მოსკოვის მესვეურებს სამი ადგილი შესთავაზეს, თუმცა სამივეზე უარი მიიღეს. სობოლის თქმით, ხელისუფლებას არ შეუთავაზებია ალტერნატიული ადგილი, რაც ადგილობრივ კანონს ეწინააღმდეგება. სობოლმა ქალაქის ხელისუფლებას მოუწოდა "შეწყვიტოს პროვოკაციული ნაბიჯები და უპატივცემულობის გამოხატვა მოსკოველების მიმართ და უზრუნველჰყოს შეკრებისა და გამოხატვის უფლებების დაცვა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG