Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერპრესნიუსი: სამთავრობო ცვლილებები გადაწყვეტილია


სააგენტო ინტერპრესნიუსი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. სააგენტოს ცნობით პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია ჩაანაცვლებს, შს მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი დაუბრუნდება.

ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს 2012-2013 წლებში ხელმძღვანელობდა.

მმართველ გუნდში ამ დრომდე უარყოფენ სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობას, თუმცა მედიაში ცვლილებების შესახებ ვერსიები ბოლო ერთი თვეა ვრცელდება.

1 სექტემბერს "ქართული ოცნების" საპარლამენტო ურავლესობის შეხვედრა იგეგმება. მომავალ კვირაში კი პარლამენტში საშემოდგომო სესიაა ჩანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG