Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

16 კაცი დაიღუპა თალიბანის მიერ ქაბულში მომწყობილ თავდასხმაში


თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა ქაბულის ცენტრში წუხელ მომხდარ თავდასხმაზე, რასაც სულ მცირე 16 სამოქალაქო პირის დაღუპვა მოხდა. დაჭრილია -119 კაცი.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დანაღმული ტრაქტორის აფეთქება და შეიარაღებული პირების იერიში მოხდა ქაბულის ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაცული „მწვანე ზონის“ მახლობლად, სადაც მეტწილად საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისებია განლაგებული.

ამ მორიგი, სექტემბრის დასაწყისში უკვე მეორე, თავდასხმის ფონია აშშ-სა და თალიბანს შორის 18 წლიანი ომის დასრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლის დროსაც აშშ-ის წარმომადგენლის, ზალმაი ხალილზადის სიტყვებით, „პრინციპში“ მიღწეულია შეთანხმება.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ხალილზადმა განაცხადა, რომ თალიბანი თანხმდება არ გამოიყენოს მიერ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები ტერორისტების თავშესაფრად და აშშ-ის და მის მოკავშირეებზე თავდასხმისთვის.

ამერიკელი დიპლომატის თანახმად, მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ თანდათან მოხდეს დასავლეთის კოალიციის სამხედრო ძალების შემცირება და გაყვანა ავღანეთიდან.

XS
SM
MD
LG